ხარკივზე რუსული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა

ხარკივზე რუსული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ ხარკივზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ოლქის გუბერნატორ ოლგ სინიჰუბოვის თქმით, ნოვობავარსკის რაიონში ორი ბავშვია აშავებული.

ამასთან, მან განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოქალაქეებს ეძებდნენ.

სინიეჰუბოვის ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო, ხარკივის მახლობლად მდებარე სოფელში ერთი ადამიანი დაშავდა.