ხარკივში ღამით დრონების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მანამდე ხარკივის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსული დრონები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა, რის შედეგადაც საწვავი დაიღვარა. ხანძარი 14 საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ფართობი 3700 კვადრატული მეტრი იყო.
ამასთან, დრონების გამო ოდესაში ოთხი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 31 დრონი გაუშვა. მათგან 23 ჩამოაგდეს ოდესისა და ხარკივის რეგიონებში.