ახალციხეში საკრებულოს მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია. ქართული ოცნების კანდიდატმა როინ ნებაძემ უკვე მისცა ხმა საარჩევნო უბანზე.
"ხალხის მხარდაჭერას ველოდები. რა თქმა უნდა, კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ უნდა მოვიდეს. ხალხის მხარდაჭერა მეც და მმართველ პარტიასაც ძალიან გვჭირდება. [...] შემოთავაზება მქონდა მმართველი პარტიიდან, ისედაც მხარდამჭერი ვიყავი. 2013 წლიდან ოცნების აგიტატორად ვმუშაობდი და არც დავფიქრებულვარ ბევრს", - განაცხადა როინ ნებაძემ.
ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.
ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს; ცაგერისა და თერჯოლის მერებს; საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შემდეგ ოლქებში:
ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.