სალომე [ზურაბიშვილი] არ იყენებს უფლებამოსილებას, გუშინაც გამოვიდა, გამოიყენეს ტყუილისთვის. რაღაცნაირად მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო ახმოვანებს.
მე არ მინდა, რომ ასე იყოს და თუ ასე არ არის, მე მაშინვე ვიტყვი, რომ შევცდი სალომე ზურაბიშვილის ამ კრიტიკაში. არ მომერიდება, ბოდიშსაც მოვიხდი, თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, გაათავისუფლებს გვარამიას, გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს. ვიტყვი, რომ ვცდებოდი შეფასების დროს და ეს ქალბატონი ყოფილა დამოუკიდებელი და პოლიტიკურ პროცესებში დამოუკიდებლად იყო და ნახეთ, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მას აქვს ეს შანსი, თუ ამ შანსს გამოიყენებს, მე კიდევ ვამბობ, მე პირადად, ვიტყვი, რომ შევცდი.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ ლავროვის ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა.