ხელისუფლება სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას აძლერებს. პარტიის ხელმძღვანელობის განცხადებების შემდეგ, სრული დატვირთვით აამოქმედეს ე.წ. ექსპერტები, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები და ტროლები. ერთი მხრივ, მოქალაქეების გაშავების მცდელობა, მეორე მხრივ კი, ირაკლი კობახიძეს იცავენ. ხელისუფლება პრეტენზიებს უყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც შოვში გადარჩნენ.