ქარტია: მხარს ვუჭერთ 3 ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ განათავსონ არაეთიკური ვიდეორგოლი

ქარტია: მხარს ვუჭერთ 3 ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ განათავსონ არაეთიკური ვიდეორგოლი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების - ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი გადაწყვეტილებას, ეთერში არაეთიკური საარჩევნო ვიდეორგოლი არ განათავსონ.

ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, "რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს".

"ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგონ ქართული ოცნების არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია", - წერია ქარტიის განცხადებაში.

***

5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი". სამივე ტელევიზია ხსენებული ვიეორგოლების განთავსებაზე უარს ამბობს.