უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კონტრშეტევა, რომლისთვისაც უკრაინული ძალები ემზადებიან, შესაძლოა, ბოლო არ იყოს.
"ეს კონტრშეტევა ბოლო არ გეგონოთ, რადგან არ ვიცით, რა გამოვა და თუ ეს კონტრშეტევა წარმატებული იქნება ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის, ბოლოს თქვენ იტყვით: დიახ, ეს ბოლო იყო და თუ არა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგი კონტრშეტევისთვის უნდა მოვემზადოთ", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, ფრონტზე მოვლენების განვითარება დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე, მათ დაუყოვნებლივ შეტევაზე.
9 მაისს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის საბოლოო გეგმები ჯერ არ არის დამტკიცებული.