კრემერი: ნათელია, რომ ოცნება არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას

ნათელია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად, თავისუფლად ან გამჭვირვალედ ჩატარებას. შესაბამისად, ეს არჩევნები ოპოზიციისთვის კრიტიკულ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა ერთიანობა გამოავლინოს ქართული ოცნების მცდელობებთან ბრძოლაში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ გადაყვანას.

გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხონ - პროტესტის გაძლიერებით, არჩევნების ბოიკოტირებით თუ აქტიური მონაწილეობით - ქართველ ხალხსა და ოპოზიციაზეა დამოკიდებული. რა გზაც არ უნდა აირჩიონ საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვისთვის, ევროპა კვლავაც მტკიცედ დადგება მათ გვერდით.

ამბობს ფორმულასთან ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი.