კრამონი იმპიჩმენტზე: ეს არის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებისგან

გულწრფელად რომ გითხრათ, მეჩვენება, რომ ეს [იმპიჩმენტის პროცესი] არის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებისგან თბილისში. ჩემთვის ეს არის საზოგადოების ყურადღების გადატანის კიდევ ერთი გზა.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.