ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი - ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა
წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ეუთო/ოდირმა 20 დეკემბერს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.