2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი, თბილისელების ბიუჯეტიდან ოცნების ბიზნესმენების სამშენებლო კომპლექსის გამწვანებისთვის. ლისი ტოპოგრაფის მეწილეებს, რომლებიც პარალელურად ქართული ოცნების შემწირველები არიან - მერიამ სურვილი შეუსრულა და მათი კომპლექსის მიმდებარედ - ტერიტორია ხალხის ფულით გაამწვანა. ცხადია ლისი ტოპოგრაფში, სახლები - მილიონ ნახევარ ლარზე მეტი გამწვანების და ხელოვნურად შექმნილი რეკრეაციული სივრცის შემდეგ, გასაყიდად უფრო მიმზიდველია. შაბათის ფორმულამ კორუფციულ სქემებში არაერთხელ შემჩნეულ მერს კითხა; რა აუცილებლობა იყო რომ კონკრეტულად შემწირველი ბიზნესმენების სამშენებლო კომპლექსის მიმდებარედ, მიწა გაემწვანებინა - რაზეც კალაძე პასუხობს რომ მილიონერების უბანში, ხალხის ფულით მოწყობილ რეკრეაციული ზონით რიგითი მოქალაქეებიც მარტივად ისარგებლებენ. ის რომ მერი ცრუობს, მხოლოდ იმითაც დასტურდება რომ ლისი ტოპოგრაფის ტერიტორიაზე შესვლა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ კერძო მცხოვრებლებისთვის და როგორც სხვა მილიონერების უბნებს თბილისში, აქაც შემსვლელსა და გამსვლელს დაცვა გააკონტროლებს. ხალხის ფულით გაშენებულ ტყეში რომ მოხვდე - ჯერ კერძო საკუთრება უნდა გაიარო.