ვამაყობ, რომ ვარ MEGOBARI Act-ის თანაინიციატორი და ვდგავარ ქართველ ხალხთან რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის მათ ბრძოლაში - მომავლისთვის, რომელიც მათ უფლებებს სცემს პატივს.
მაშინ, როცა ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ მათ მიმართ ჩვენს მხარდაჭერაში ურყევი დარჩება.
წერს ამერიკელი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან მარკ ვისი X-ზე. ის ერთ-ერთია 43 პოლიტიკოსს შორის, რომელიც წერილით "თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას" მიმართავს და მოუწოდებს, "უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში".