
ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისში დაგეგმილ ევროკავშირის ღონისძიებაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს.
კობახიძის თქმით, "პროტოკოლი რომ დაეცვათ, მონაწილეობას მიიღებდნენ".
"გამომდინარე იქიდან, რომ აქ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, მივიღებდით აუცილებლად მონაწილეობას
პროტოკოლის სტანდარტების არის დარღვეული, შესაბამისად... პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპული ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ, ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მეთოდებით", - თქვა კობახიძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.