კობახიძე უკრაინის სანქციებზე: მეტყველებს მათ მძიმე მდგომარეობაზე

სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი, ორი მიზეზით, უფრო სწორად, ორი საბაბით:

1. ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები [რუსეთისთვის] და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია.

2. ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი საბაბით თავის დროზე ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან.
აქედან გამოჩნდა, რეალურად, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი.

ირწმუნება ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

სანქციის სიაში ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძეც მოხვდა.