კობახიძე: ცინიკურია, რომ კანონს ეწოდება MEGOBARI Act, როცა მასში პირდაპირ მტრობაზეა საუბარი

კობახიძე: ცინიკურია, რომ კანონს ეწოდება MEGOBARI Act, როცა მასში პირდაპირ მტრობაზეა საუბარი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების მიერ კონგრესმენ ჯო იულსონის მიმართ გაგზავნილ წერილს ეხმარება და ამ კონტექსტში ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ შემუშავებულ MEGOBARI Act-ს "ცინიკურს" უწოდებს.

კობახიძე ისევ ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა და ამბობს, რომ MEGOBARI Act-ში, რომელიც რეალურად აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, "პირდაპირ მტრობაზეა" საუბარი.

მან აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი ისევ გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი ჩართულობით ქვეყანაში ორი რევოლუციის მცდელობა იყო.

"ეს არის ჩვეულებრივი ღალატი და მისი გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება MEGOBARI Act (მეგობარი აქტი), როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში. ამ კანონს ვუწოდებდი DAUDZINEBELI Act (დაუდზინებელი აქტი), ასე უფრო მოუხდება ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 2020-21, შემდეგ 2022 წელი - წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის ორი მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებაზე და გადატვირთვაზე, არამედ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების...", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

***

ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები