კობახიძე გახარიაზე: მანქანები, ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს, ვალებში გადააგდო

სინამდვილეში, გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი, თავისივე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია საკუთარი წამოსვლა, მაგრამ წამოვიდა და შეგხვდა, ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ პრაქტიკულად ოფისი არ არსებობს ქვეყანაში, სადაც მან ვალი არ დატოვა, ფულადი ვალი არ დატოვა. ყველგან აქვს ვალები, გადამგდებია ჩვეულებრივი. ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას წევრები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სუბიექტს არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში.

როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია საკუთარი პარტიის წევრებიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს, არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში?! ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ყოფილ ლიდერზე და პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას.