
რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად Deep State-სგან.
ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე.
თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული, რასაც ვხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება, ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ Deep State ჯერ კიდევ არის ადგილზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე.