ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები არ დარჩება პასუხგაუცემელი. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც თავის მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს, მაგრამ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.
წერს ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 95-მილიონიანი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.