კიევის პოლიციის უფროსის, ივან ვიხოვსკის განცხადებით, გუშინ, კიევზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
"დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა. 33 წლის ქალი გარდაიცვალა. კიევის ოლქში 4 მოქალაქე დაშავდა. ასევე დაზიანდა 16 ობიექტი. მათ შორის ავტომობილები, ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია", - აცხადებს კიევის პოლიციის უფროსი.
გუშინ, რუსულმა ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა კიევის მიმართულებით 31 კამიკაძე დრონი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 29 მათგანი ჩამოაგდო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევის ობოლონსკისა და პოდოლსკის რაიონებში რაკეტების ნამსხვრევები საავტომობილო გზას და ორ სართულიანი სახლის სახურავს დაეცა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.