კეზერაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: იყო დრო, რომ [2012 წელს] ეს ხელისუფლება უნდა წასულიყო

ხელისუფლება, რომელიც მოვიდა იმ საქართველოში, რომელიც გადმოიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ და აკეთა ის რეფორმები იმ შეცდომებით, რომელი შეცდომებიც იქნა დაშვებული, ეს იქნებოდა პოლიტიკური თუ სამართლებრივი საკითხები, ბუნებრივია, რომ იყო დრო, რომ [2012 წელს] ეს ხელისუფლება უნდა წასულიყო და ეს იყო ხალხის დაკვეთაც. შეიძლებოდა თუ არა რაღაცები კიდევ უფრო სხვანაირად გაკეთებულიყო, მე ამაზე გითხარით კი და ერთ-ერთი მთავარი ალბათ, აქ უნდა გამოვყოთ სასამართლოს სისტემა. ამაზე ბევრი ლაპარაკობს, ამაზე ბევრი ლაპარაკობდა მაშინაც, ბევრი ლაპარაკობს ახლაც. მაგრამ მე ახლა გეუბნებით ამაზე როგორც ადამიანი, რომელიც ვარ აწ უკვე მსხვერპლი იმ სასამართლო სისტემის, რომელიც არის საქართველოში. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც იყო გასაკეთებელი და არის, რჩება გასაკეთებელი, ეს არის საქართველოში სასამართლო სისტემის ცვლილება.

განაცხადა ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.