რამოდენიმე მიზეზი არის, რატომაც ახლა ვმოგზაურობ უკრაინაში. მე მაქვს გარკვეული ბინზესინტერესები უკრაინაში, თუმცა ეგ არ არის ახლა მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავდივარ. საკმაოდ ხშირად ვარ, ალბათ, 10-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი უკრაინაში, რაც ომი დაიწყო მას შემდეგ. მათ შორის ეს არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად დახმარება, თუ რამით არის შესაძლებელი. მე რაც ძირითადად შემიძლია, არის ჰუმანიტარული დახმარება, ან ფინანსური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ეს არის მიზეზი, რატომაც ხშირად, ასე ხშირად დავდივარ იქ.
განაცხადა ფორმულას ერთ-ერთმა დაფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.