პროტესტის 100 დღე შუქრუთის მაღაროსთან. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას და დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ სახლები ენგრევათ და სოფელი ეკო კატასტროფის წინაშეა. მათი განგაშის საფუძველია გეოლოგების დასკვნაც, სოფელ შუქრუთში მოსალოდნელი მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ. სად არის ამ დროს ხელისუფლება? - ის 100-დღიანი პროტესტის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა.