კასპში, სოფელ მეფისქალაქში კაცი დაჭრეს

კასპში, სოფელ მეფისქალაქში კაცი დაჭრეს

ფორმულას ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 35 წლამდე კაცი დაჭრეს.

ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.