კასპის რაიონში მგლების ხროვამ ოჯახს 150-მდე ცხვარი გაუნადგურა

კასპის რაიონში მგლების ხროვამ ოჯახს 150-მდე ცხვარი გაუნადგურა

კასპის რაიონში მგლების ხროვამ ცხვრის ფარა გაანადგურა.

მგლებმა ერთ-ერთი ოჯახის 150-მდე ცხვარი დაგლიჯეს. დაზარალებული ოჯახი ზარალის ანაზღაურებს ითხოვს და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს.

"სამსახურში ვიყავი, რომ დამირეკეს, ცხვარი არ არისო. ამოვედი და გზაზე იყო გაშლილი ცხვარი. ასობი იყო, აღარაფერი არ არის"- ამბობს დაზარალებული ფერმერი.