კარნი: დროა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

კარნი: დროა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

კანადის ახალი პრემიერმინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადა უკრაინაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს მხარს უჭერს და მან აღნიშნა, რომ დროა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალმა პრემირმინისტრმა X-ზე გაავრცელა.

მარკ კარნის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. მათ უკრაინის სამშვიდობო გზა გაიხილეს.

"კანადა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას. ახლა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეჩერება თავდასხმები. დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. როგორც G7-ს ქვეყნები შეთანხმდნენ Charlevoix-ში. ჩვენ გავამკაცრებთ სანქციების მონიტორინგს, რათა ხელი შევუწყოთ შესაბამისობას.

კანადა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინას ექნება სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად - ახლა და მომავალში", - წერს მარკ კარნი.