
ხვალ ევროპულ საბჭოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ექვსგვერდიან დოკუმენტში მკაფიოდ არის ხაზგასმული "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს ხელიდან აცლის "ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს."
დოკუმენტში ასევე გამოკვეთილია ის ზომები, რომლებიც ევროპულმა გაერთიანებამ 2024 წლის შემდეგ მიიღო.
ამასთან ერთად, საუბარია იმაზე, თუ რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ EU-ის წევრებს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ანტიევროპული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში.
კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსისა და მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. განხილვის საგანი ასევე იქნება ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილობრივი შეჩერებაც.
ქვემოთ მოცემულია იმ ზომების ნაწილი, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ: