კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან $1.7 მილიარდი გადასცა

კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან $1.7 მილიარდი გადასცა

კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან მიღებული 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი ადასტურებს.

"მადლიერები ვართ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ ინიციატივაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი, რომელიც მომავალში აგრესიული ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს", - წერს შმიჰალი.

მან აღნიშნა, რომ ამ ტრანშით უკრაინამ, 2025 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 17.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.