
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ამაზე მან ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
"შეშფოთებული ვართ ადამიანების დაკავების გამო"- თქვა კალასმა.
მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
"ზეწოლას ვახორციელებთ იმ ხალხზე, რომლებიც სჩადიან ძალადობას მშვიდობიანნი დემონსტრანტების წინააღმდეგ"- თქვა კალასმა.