კალაძე: რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?

რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს? პატიმრობიდან დახსნას [ითხოვენ]? დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც აქვს კიდეც მისჯილი. სხვა საკითხებზე მუშაობს პროკურატურა, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და თუ როგორ წარიმართება და რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რადაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უკრაინელი დეპუტატები და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.