დროების წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ 60-ზე მეტ პირს შორის ქართული ოცნების 4 ლიდერია.
წყაროს ცნობით, ესენი არიან: თბილისის მერი კახი კალაძე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.