კალაძე: დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით

რას ნიშნავს ვერ მიიღებს [საქართველო კანდიდატის სტატუსს]? იყო დათქმა გაკეთებული, ხო? წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ [კანდიდატის] სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.