
რაც შეეხება ავარიულობის კატეგორიას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორია. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია იყო, თუმცა ამას არსებითი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე.ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას. არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100-პროცენტიანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი გამოიყვანოს.
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.