კახეთში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით, საცხოვრებელ სახლში მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, კაცი დაკავებულია.
ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.