კახეთის გზატკეცილზე მანქანა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.