კახაძე წულუკიანს: დიდი მადლობა იმ ფორმისათვის, რა ფორმითაც თქვენ ცხოვრობთ, საქმიანობთ

დიდი მადლობა იმ ფორმისათვის, რა ფორმითაც თქვენ ცხოვრობთ, საქმიანობთ და თქვენ გამოცდილებას უწილადებთ მომავალ თაობებს, გარკვეულწილად ანგარიშს აბარებთ უფროს თაობას, ღირსეულ თაობას ისტორიულ-ტრადიციული კუთხით, მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, მთელ გუნდთან ერთად და ამ სფეროში მოღვაწე ყველა ღირსეულ და დამსახურებულ ადამიანთან ერთად, რამეთუ კულტურა კოლექტიური, დიდი წარმოჩინების საფუძველია ქართველებისათვის.

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.