ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. როგორც ის X-ზე წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს მისი მეხუთე ვიზიტია კიევში.

"უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა იყო ჩემი პერსონალური პრიორიტეტი ჩემი მანდატის პერიოდში და ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება", - წერს ბორელი.