მივესალმები სანქციებს დიქტატორობის მოსურნე ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის გეგმავს საქართველოს სუვერენობისა და დემოკრატიის განადგურებას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარენ, ჯო უილსონმა.
***
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.