ჯო ბაიდენი ამბობს, რომ NATO-ში უკრაინასთან დაკავშირებულ გზავნილზე თანხმდებიან

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ NATO-ში უკრაინასთან დაკავშირებულ გზავნილზე თანხმდებიან

11 ივლისს, ლიეტუვაში, ვილნიუსის NATO-ს სამიტზე ჯო ბაიდენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან, ერთად გაკეთებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეთანხმება გზავნილს, რომელიც NATO-ს წევრებმა შეათანხმეს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში მიღებასთან დაკავშირებით.

ბაიდენმა ეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტნირებისადმი კრიტიკული განცხადების შემდეგ თქვა, რომელიც twitter-ით გავრცელდა. ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ჩანაწერილი მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება. მან "უპრეცედენტო" და "აბსურდული" უწოდა იმას, რომ არ არის დრო განსაზღვრული უკრაინის NATO-ში არც მოწვევისთვის და არც წევრობისთვის. ზელენსკი სამიტზე ჩავა და როგორც აცხადებს, ყველა არსებულ პრობელემაზე ღიად აპირებს საუბარს.

"ცნობილია, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები NATO-ს სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. შეხვედრა, სავარაუდოდ 12 ივლისს გაიმართება.