ჯავახიშვილი: რუსეთი იყო და არის ჩვენი მტერი - ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი

2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეების გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.

ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში.

წერს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი. მან თანამდებობა რუსული კანონის ინიცირების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა.