ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მსვლელობას აანონსებს

ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მსვლელობას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მსვლელობას აანონსებს. მსვლელობა 19 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე დაიწყება.

მისი თქმით, ჭორვილაში ქართველი ხალხის სახელით ბიძინა ივანიშვილს შეახსენებენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"დღეს არ არის დაყოფის დრო. ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხვდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები", - თქვა ჯაფარიძემ.