ჯაფარიძე: პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები

ჯაფარიძე: პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმსჯელეს შემდგომ ნაბიჯებზე, რომელიც უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, იმსჯელეს, როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მისი შეფასებით, შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.

"გვქონდა ძალიან სასარგებლო, კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგისთვის, ამ დიალოგისთვის ის მზად არის ახლაც, იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.