ჯაფარიძე გინტურზე: ასეთ ადამიანებზე იდგა ყოველთვის ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა

თამაზ გინტურმა თავი შესწირა ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობას და თავისთავად ის ფაქტი, რომ ოკუპანტმა მოკლა თამაზ გინტური იმის გამო, რომ ის ეკლესიაში მივიდა და სანთელი დაანთო, პირდაპირ აჩვენებს ოკუპანტის სახეს, რომელსაც მოაქვს მხოლოდ სისხლი, მოაქვს მხოლოდ ნგრევა, მაგრამ ასეთ ადამიანებზე, თამაზ გინტურის მსგავს ადამიანებზე იდგა ყოველთვის ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დეოკუპაცია მოჰქონდა ყოველთვის ასეთი ადამიანების თავშეწირვას.

განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.