დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და ექვს წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე ამას მივეცი ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იმავეს.
განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.