ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა

ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მის სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის.

ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზიში მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

მისივე განცხადებით, დაზუსტებით სხვა რამის თქმა რთულია.

"მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს ნორმალურია. მუშაობს, პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს.

ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს - ერთი არის, რომ შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავად ყოფნა", - თქვა ჯაღმაიძემ.

მთავარმა არხმა გუშინ, 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიოს მოწამვლა სცადეს.