ივანიშვილისა და ფარცხალაძის ინტერესებს შეწირული ინსტიტუტი

ივანიშვილისა და ფარცხალაძის ინტერესებს შეწირული ინსტიტუტი

ნათია თურნავას ხელით მიღებულ სახელისუფლებო გადაწყვეტილებას, რომელსაც უკვე ეწოდა რუსული, სულ უფრო მეტი რეზონანსი და ზიანი მოაქვს. ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მომსახურებამ ინსტიტუტების რეპუტაცია გაანადგურა. არ წყდება ეროვნული ბანკიდან პროფესიონალი კადრების გადინების პროცესი, პარალელურად კი ნათია თურნავა ბანკში სუს-ის გავლენებს აძლიერებს, რაც ამყარებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამშრომლების პროტესტი ბანკში სწორედაც რომ სუს-მა ჩაახშო.