ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
არსებული ინფორმაციით, დანიის ელჩი უკვე საგარეო უწყებაში იმყოფება.
დანიის ელჩმა დანიურ მედიაში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
ელჩის სტატიას დანიის საელჩოც გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიიდან ამოღებული ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება.
"საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან", - წერია განცხადებაში.