![საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/5c3fcbbf-471d-41bf-81f3-a4c69bcf90d8.jpg)
რეზოლუცია ყოვლისმომცველია, შედის სანქციებიც. წინა რეზოლუციებშიც მოვითხოვდით სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა გავაფართოვეთ მოთხოვნები და რეკომენდაციები. მოვუწოდებთ საბჭოს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობებსაც, ასეთი ბევრია. სწორედ ეს ხალხი უწყობს ხელს სახელმწიფო რეპრესიებს და ფინანსურ, კორუფციულ ოპერაციებს, მათ შორის არიან პროპაგანდისტებიც, ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ებრძვის საქართველოს ევროპულ გზას და რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტების ცემასა და დაპატიმრებაზე, ქვეყნის ბელარუსის გზაზე დაყენებაზე.
ჩვენი რეკომენდაციები ეხება ვიზალიბერალიზაციის აქტსაც, რატომ? იმიტომ რომ არ შეესაბამება ვიზალიბერალიზაციის იდეას. ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნებისთვისაა. ჩვენ არ გვინდა ვინმე დავსაჯოთ, ეს შედის ჩვენი და ევროკავშირის წესებში. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელშემწყობებმა ეს ძალიან კარგად იციან.
თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან საუბრისას.
ფორმულამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.