იუკნევიჩიენე: EU-ის წევრობა შეუთავსებელია ავტორიტარიზმთან

იუკნევიჩიენე: EU-ის წევრობა შეუთავსებელია ავტორიტარიზმთან

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ "რუსული ოლგარქიული სტილით შეპყრობილია" და საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული არ არის.

"ახლახანს ჩვენ ვაკვირდებოდით ორ მნიშვნელოვან არჩევნებს რეგიონში - მოლდოვასა და საქართველოში. ორივე არჩევნები კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია, საქართველოს არჩევნებში კი კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვა ხელისუფლებამ შიგნიდან განახორციელა. საქართველო რუსული სტილის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დატყვევებული. ჩვენ ეს ძალიან ღიად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ. მე მხარს ვუჭერ სანქციებს... აქ, ევროკავშირში, ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები"- თქვა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარი საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძებასა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე საუბრობს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოვითხოვოთ და მოვუწოდოთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს. აშკარაა, რომ ქართულმა ოცნებამ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალზე მანიპულირებისთვის გამოიყენა.

ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე ქართულ ოცნებასთან. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ავტორიტარიზმთან. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის უფლების შესაფერისად"- განაცხადა იუკნევიჩიენემ.