იტალიაში, ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ეძებენ კიდევ ერთ პირს. მათი ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. ისინი მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და ადგილის დატოვებას ცდილობდნენ.
დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.