იტალია დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

იტალია დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

იტალია დიდი შვიდეულის (G7) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.

იტალიის თავმჯდომარეობის ძირითადი აქცენტებია ომი უკრაინაში, დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩახლართული ურთიერთობები ჩინეთთან; ასევე კლიმატური პრობლემები, გლობალური ჯანდაცვა და ქალების მდგომარეობა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან აქცენტებად სახელდება არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა და ტრეფიკინგთან ბრძოლა.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვლოვან მომენტად G7-ის სამიტი მიიჩნევა, რომელიც მიმდინარე წლის 13-15 ივნისს, იტალიაში უნდა ჩატარდეს.

იტალიამ დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციაზე იაპონია ჩაანაცვლა.